შატილში სოფლის კრება ჩატარდა

მცხეთა-მთიანეთის მუნიციპალიტეტში, რამდენიმე სოფლის - შატილის, მუცოს, არჭილოს გაერთიანებული კრება ჩატარდა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ცნობით, ამით დასრულდა „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში სოფლის კრებების ჩატარების პროცესი მცხეთა-მთიანეთის მხარეში.

სოფლის კრებას საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონულ საკითხებში სოზარ სუბარი და მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე დაესწრნენ.

ვიცე-პრემიერმა მოსახლეობას სოფლის მხარდაჭერის პროგრამის შესახებ პირადად მიაწოდა ინფორმაცია.

„საქართველოში არსებობს სახალხო კრებების მიერ ერთიანი გადაწტვეტილებების მიღების ისტორიული გამოცდილება. სოფლის კრებები ამ ტრადიციის აღსადგენადაც გვინდა გამოვიყენოთ. თქვენ უნდა გვითხრათ რა გსურთ და რას უნდა ვაკეთებდეთ ჩვენ თქვენთვის. თქვენ უკეთ იცით რა უნდა სოფელს, რა საჭიროება აქვს და რისი მოგვარებაა პრიორიტეტული“ ,- განაცხადა ვიცე-პრემიერმა კრებაზე მოსახლეობასთან შეხვედრისას.

კრებაზე მოსახლეობამ ისაუბრა სამივე სოფლის საჭიროებებზე და იმ პრობლემების გადაჭრის აუცილებლობაზეც, რომელთა მოგვარება ხელს შეუწყობს მთაში ხალხის დაბრუნებას.

„სამივე სოფელმა აირჩია სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის დაფინანსება. მათ შორის, გადაწყვიტეს სამივე სოფლისათვის გამოყოფილი თანხების გაერთიანებით ამ სოფლების სარგებლობაში არსებული შიდა გზებისა და მცირე ხიდების რეაბილიტაცია. დაფინანსდება წყლის სისტემის რეაბილიტაციის სამუშაოებიც. კრებაზე იმსჯელეს სხვა პრობლემების გადაჭრის გზებზეც და გადაწყვიტეს, რომ სხვა ფინანსური წყაროებიდან დაფინანსდება შატილის სკოლა-პანსიონის რეაბილიტაციისა და მცირე ჰესის აღდგენის სამუშაოები.

“სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ბიუჯეტი, მთავრობის 1 თებერვლის გადაწყვეტილებით, გაორმაგდა და 40 მილიონი ლარი გახდა. პროგრამის ფარგლებში, უკვე 1500-მდე სოფლის კრება ჩატარდა. მცხეთა-მთიანეთის რეგიონში უკვე დაიწყო სოფლის კრებებზე მიღებული გადაწყვეტილებების საკრებულოსთვის გადაგზავნის ეტაპი. 1 მარტამდე ქვეყნის ყველა სოფლის კრება ჩატარდება“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო