კასპის წყალმომარაგების სათავე ნაგებობის მიმდებარედ, სადაც მეწყერი ჩამოწვა, გეოლოგების ჯგუფი მუშაობს

კასპის წყალმომარაგების სათავე ნაგებობის მიმდებარე ფერდობზე ადგილი ჰქონდა მეწყრული პროცესების ჩასახვა გააქტიურებას, ყოველგვარი გართულებების თავიდან აცილების მიზნით ტერიტორიიდან დროებით რამდენიმე ოჯახი იქნა გაყვანილი, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

დღეს დილიდან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგების ჯგუფი სიტუაციის შესწავლის მიზნით კასპში იმყოფება.

„სპეციალისტების შეფასებით, ადგილი ჰქონდა მეწყრული პროცესების გააქტიურებას. მეწყერი განვითარდა თიხოვან გრუნტში წყლების გრუნში ჩაჟონვის შედეგად. გეოლოგებმა ადგილზე შეაფასეს მდომარეობა და გაიცა შესაბამისი რეკომენდაციები, ოჯახები რომლებიც, გვიან ღამით უსაფრთხოების მიზნით იქნა გაყვანილი, დააბრუნეს საკუთარ სახლებში, ამ ეტაპზე ტერიტორიაზე საფრთხე მოხსნილია.

გეოლოგების რეკომენდაციით, საჭიროა მთელი რიგი სამუშაოების ჩატარება, კერძოდ, საჭიროა ფერდობებიდან მიწის გატანა, საყრდენი კედლის მოწყობა, მილსადენების მოწესრიგება და ა.შ .

აღნიშნული რეკომენდაციები ადგილზევე გააცნეს შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა