პანკისის მოსახლეობა ჰესების აშენების საწინააღმდეგო აქციას მართავს და პრემიერს მიმართავს

პანკისში, ჰესების აშენების საწინააღმდეგო საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. მოსახლეობის ნაწილი სოფელ ბირკიანში იმ ტერიტორიაზე შეიკრიბა, სადაც ახალი ჰესის მშენებლობა უნდა დაიწყოს.

აქციაზე ადგილობრივებმა სამართალდამცველებს მიმართეს, რომ შეწყდეს ზეწოლა იმ ადამიანებზე, ვინც ახალი ჰესის აშენების წინააღმდეგია.

„ჰესის მშენებლობა ნიშნავს, რომ ჩვენი გადასახლება უნდათ, არ ვაპირებთ არსად წასვლას, ჩვენ არც იარაღი გვაქვს, ვაპირებთ შიშველი ხელებით ვიბრძოლოთ და არ ავაშენებინოთ ჰესი. აქ რომ ჰესი ააშენონ, ჭაობი გახდება ხეობაში, ბუნებრივ კატასტროფას მივიღებთ. გარდა ამისა, ვინც ჰესის წინააღმდეგია, პოლიცის იბარებს და აშინებს. არ ვაპირებთ გაჩერებას. პოლიციას მივმართავთ, შეწყვიტონ შანტაჟი და მუქარა", - განაცხადა ადგილობრივმა მალხაზ მუთოშვილმა.

პანკისის ხეობის მოსახლეობამ საქართველოს პრემიერ-მინისტრის სახელზე მიმართვა მოამზადა. სამგვერდიან მიმართვაში ნათქვამია, რომ პანკისის ხეობის მოსახლეობა ხეობაში დაგეგმილი ჰესების აშენების წინააღმდეგია და მამუკა ბახტაძეს მოუწოდებს, აღნიშნული საკითხით დაინტერესდეს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს