ეკა ბესელია - მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებზე პარლამენტში არაფორმალურად შეგვიძლია შევქმნათ  ფორმატი, ამ იდეას პარტიის თავმჯდომარეც უჭერდა მხარს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია არ აპირებს იმ სამუშაო ჯგუფში მიიღოს მონაწილეობა, რომელმაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმების განსაზღვრაზე უნდა იმსჯელოს. როგორც უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ ეკა ბესელიამ განმარტა, მან ასეთი გადაწყვეტილება იმის გამო მიიღო, რომ კრიტერიუმების შემუშავებაზე ის მოსამართლეებიც მსჯელობენ, რომლებსაც თავად სურთ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობის დაკავება. ბესელიას შეფასებით, ეს ინტერესთა კონფლიქტია.

„იმ სამუშაო ფორმატში, რომელიც შექმნილია 2017 წლიდან სასამართლო რეფორმის მეოთხე ეტაპის სახით, არ უნდა მოხდეს კრიტერიუმებზე და პროცედურებთან დაკავშირებით მსჯელობა. ამ კანონპროექტის დაწერაში არ უნდა მონაწილეობდნენ ის მოსამართლეები, რომლებიც შესაძლოა, ისევ ხედავენ თავიანთ თავს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის პოზიციაზე. მე პირადად არ ვაპირებ იმ სამუშაო ჯგუფში მონაწილეობას და არ მივიღებ არც ერთ შემდეგ სხდომაში მონაწილეობას. განსხვავებული მოსაზრება დღევანდელ სხდომაზე არ მომისმენია. მე ჩემი აზრი გითხარით. მე არ ვაპირებ იმ ფორმატში მისვლას განსაკუთრებით იმ მოვლენების შემდეგ, როდესაც ცალკეული მოსამართლეები პოლიტიკურ დებატებში შემოდიან. მათ ეთიკურობის აბსოლუტურად ყველა სტანდარტი დაარღვიეს და უდიდესი დარტყმა მიაყენეს იმ რეფორმას, რომელსაც ამ წლების განმავლობაში ვახორციელებდით. ამიტომ მგონია, რომ იმ სრულიად ზღვარგადასული განცხადებების შემდეგ, რომელიც მოსამართლეებმა ბოლო დღეების განმავლობაში აკეთეს, საერთოდ დაკარგეს მათ ამ პროცესში მონაწილეობის ლეგიტიმაციის მანდატი. ამიტომ კეთილი უნდა ინებონ და დაელოდონ პარლამენტი რა კანონს მიიღებს. მოსამართლე, რომლის გადაწყვეტილებაშიც ჩვენ არ ვერევით, არ უნდა ჩაერიოს პარლამენტის გადაწყვეტილებაში და მან არ უნდა წეროს კანონები. ჩვენ ეს პრინციპულობა უნდა გამოვავლინოთ. ასე რომ, მე არ ვაპირებ იქ მისვლას. ვინც მივა და ამის სურვილი აქვს, მშვიდობაში მოახმაროს. ჩვენ შეგვიძლია არაფორმალურად შევქმნათ სამუშაო ფორმატი პარლამენტში, ამაზე დღეს იყო საუბარი და პარტიის თავმჯდომარეც ამ იდეას უჭერდა მხარს", - განაცხადა ბესელიამ.

იხილეთ ვიდეო

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა