ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილი გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში საკონსულტაციო შეხვედრებს დაესწრო

ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილი შიდა ქართლში, შავშვების ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში (შავშვები, ქვემო შავშვები, ნაწრეტი, წითელუბანი) არსებულ პრობლემებს გაეცნო და მოსახლეობას სოფლის მხარდაჭერის პროგრამის პრიორიტეტებზე ესაუბრა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში გამართულ შეხვედრებს, ასევე, დაესწრნენ შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე სიმონ გულედანი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

უწყების ინფორმაციით, შიდა გზების მოწესრიგება, გარე განათების პროგრამის დასრულება, ახალგაზრდებისთვის სპორტული ინვენტარის შეძენა - ეს ის პროექტებია, რომელთა დაფინანსების გადაწყვეტილება ადგილობრივმა მოსახლეობამ მიიღო.

ფინანსთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, მთავრობის გადაწყვეტილებით აღდგენილი პროგრამა, საშუალებას იძლევა, ადგილობრივმა მოსახლეობამ თავად შეარჩიოს სოფლისთვის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები და გააკონტროლოს დახარჯული თანხების მიზნობრიობა.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამა, რომელიც რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდის ნაწილია, 2019 წლიდან აღდგა და მისი მოცულობა 40 მლნ ლარია.

აღნიშნული პროგრამით, მიმდინარე წელს მუნიციპალიტეტებში მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა