ბათუმში, ჭავჭავაძისა და ლერმონტოვის ქუჩებზე გარემოვაჭრეებს ვაჭრობა აეკრძალათ

ბათუმში, ჭავჭავაძისა და ლერმონტოვის ქუჩების კვეთაზე გარემოვაჭრეებს დღეიდან ვაჭრობა აეკრძალათ. მათ გაფრთხილება ბათუმის მერიისგან გუშინ მიიღენ და მერიის მოთხოვნას დაემორჩილნენ, თუმცა ისინი ალტერნატიული ფართის გამოყოფას და ვაჭრობისთვის ხელსაყრელ ადგილს ითხოვენ.

ბათუმის მერიაში აცხადებენ, რომ ქალაქის მასშტაბით ტროტუარებზე ეტაპობრივად გარევაჭრობა აიკრძალება და გარემოვაჭრეებს ალტერნატიულ ფართებს სთავაზობენ, სადაც ისინი საკუთარი პროდუქციის რეალიზებას შეძლებენ.

შეგახსენებთ, რომ წერეთლის ქუჩაზე რამდენიმე დღის წინ ბათუმის მერიამ დახლებისა და ჯიხურებისგან ქუჩა გაათავისუფლა, რასაც მოვაჭრეების პროტესტი მოჰყვა. ბათუმის მერიამ გარემოვაჭრეები ავტოსადგურის ტერიტორიაზე გადაიყვანა, ისინი მერიას პირობების დარღვევაში ადანაშაულებენ. გარემოვაჭრეების თქმით, ავტოსადგურის ადმინისტრაციამ მათ გარკვეული თანხის გადახდა მოსთხოვა, რასაც ისინი აპროტესტებენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო