მოსახლეობის გადაწყვეტილებით, ხურვალეთში სპორტული დარბაზი მოეწყობა

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ ხურვალეთში გამართულ სოფლის კრებაზე მოსახლეობამ განსახორციელებელი პროექტები შეარჩია, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, კრებას ესწრებოდნენ საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი, შიდა ქართლის რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

სოფლის კრებას ხურვალეთის, ახალი ხურვალეთისა და ბობნევის მოსახლეობა დაესწრო. მათი ერთობლივი გადაწყვეტილებით, მიმდინარე წელს 2 პროექტი დაფინანსდება. სოფელში მდებარე შენობაში, რომელიც ამჟამად უფუნქციოა, სპორტული დარბაზი მოეწყობა, რომელიც სამივე დასახლებას მოემსახურება. ასევე, პროექტის ფარგლებში, სკვერში საბავშვო ატრაქციონები განთავსდება.

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ განხორციელება 2019 წლიდან განახლდა. „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ დასაფინანსებელი პროექტები სოფლებში მოსახლეობასთან კონსულტაციებით და სოფლის კრებებზე მიღებული გადაწყვეტილებებით შეირჩევა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს