გოგი წულაია - მადლობა ხელისუფლებას, რადგან პარლამენტის ნაცვლად ნაგავსაყრელს გვთავაზობენ

თერჯოლის მინიციპალიტეტის სოფლების მცხოვრებლებმა ქუთაისში აქცია გამართეს. იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციასთან შეკრებილები იმერეთის ახალი ნაგავსაყრელის მშენებლობას აპროტესტებენ.

მათი თქმით, არ დაუშვებენ ჭოგნარში ნაგავსაყრელის მოწყობას, რადგან საფრთხეს შეუქმნის როგორც ადამიანებს, ასევე გარემოს.

"ხელისუფლებას არ აინტერესებს ჩვენი ბედი. სოფელში გვიკეთებენ ნაგავსაყრელს. არ ფიქრობენ რა შედეგს მოგვიტანს. ამიტომ ჩვენ გავუფრთხილდებით ჩვენს თავს და არ მივცემთ მოწყობის უფლებას", -აცხადებენ აქციის მონაწილეები.

აქციის მონაწილეებს სოლიდარობა გამოუცხადა პარტია „თავისუფალმა საქართველომ". პარტიის თანათავმჯდომარის გოგი წულაიას განცხადებით, „პარლამენტის ნაცვლად იმერეთს ნაგავსაყრელს სთავაზობენ“, რომელიც მთელს დასავლეთ საქართველოს მოემსახურება.

„მადლობა ხელისუფლებას, რადგან პარლამენტის ნაცვლად გვთავაზობენ ნაგავსაყრელს. მთელი დასავლეთ საქართველოს ნაგავი მოგროვდება ქუთაისთან ახლოს, ეს არის კატასტროფა, რადგან განადგურდება გარემო და საფრთხე შეექმნება ადამიანებს. 21-ე საუკუნეა და არსად ეწყობა ასეთი ტიპის ნაგავსაყრელი, უნდა მოხდეს ამ ნარჩენების გადამუშავება და არა ასე განთავსება", - განაცხადა გოგი წულაიამ.

მოსახლეობამ ნაგავსაყრელის მშენებლობის შესაჩერებლად 3 000 ხელმოწერა შეაგროვა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს