სკოლებში ანონიმური ყუთები არ განთავსდება

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური ხელმძღვანელის, გელა გელაძის განცხადებით, სკოლებში ანონიმური ყუთები არ განთავსდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გელა გელაძემ განუცხადა, ამასთან დაკავშირებით სამინისტროს სკოლებისთვის არ მიუმართავს.

„აღნიშნული ყუთების განთავსების შესახებ რეკომენდაცია მომდინარეობდა არასამთავრობო და ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციებიდან, რაც მიზნად ისახავდა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის წესისა და პირობების გაუმჯობესებას, სკოლებში ძალადობის რისკების შეფასებასა და ადრეულ ეტაპზე ძალადობის პრევენციას.

მოგეხსენებათ, განათლების რეფორმის ერთ-ერთი მთავარი მიზანი, სწორედ სკოლებში უსაფრთხოების უზრუნველყოფაა. ამავე მიზანს ემსახურება ყველა სიახლე, რომლებიც სკოლაში იგეგმება და დაიგეგმება - „ახალი სკოლის“ მოდელის და „მასწავლებლის პროფესიის რეგულირების წესის“ დანერგვა, პედაგოგთა ხელშეწყობა და გადამზადება, მანდატურის სამსახურის რეფორმა, მოსწავლეების უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობაზე ზრუნვა, ფსიქო-სოციალური მომსახურების გაწევა მოსწავლეებისათვის, მათი მშობლების/კანონიერი წარმომადგენლებისთვის, სკოლის ადმინისტრაციისა და მანდატურებისათვის. ამ მასშტაბური რეფორმის ფარგლებში, როდესაც მთელი სისტემის ჩართულობით კომპექსურად მოხდება სკოლებში უსაფრთხოებაზე ზრუნვა, მიგვაჩნია, რომ სკოლებში ანონიმური ყუთების განთავსება არ მოხდება“, - განაცხადა მანდატურის სამსახურის ხელმძღვანელმა.

გია ხუხაშვილი - ძალადობრივი მოქმედების ტრენდს  ხელისუფლება ამკვიდრებს, საზოგადოება ცდილობს ამისგან თავი დაიცვას და შემდეგ ამას ისევ ხელისუფალი უწოდებს ძალადობას, ასეთია ჩვენში დამკვიდრებული ძალადობის ანატომია
ქართული პრესის მიმოხილვა 29.06.2026
სიახლე PSP-ში - ინტენსიური ჰიდრატაციის ახალი სტანდარტი Rexaline-ისგან
Air Astana ყაზახეთსა და საქართველოს შორის ავიამიმოსვლის 15 წელს აღნიშნავს
ნებისმიერი მიმართულებით ტრანსპორტის ბილეთის შეძენა უკვე ერთ სივრცეში - TKT.GE-ზეა შესაძლებელი
ტოიოტა ცენტრი თეგეტა Ichiban Award-ის მფლობელი ზედიზედ მეორედ გახდა