რომან გოცირიძე - თუ ძიუდოისტების შერიგება ხდება რიტუალით და ცხვრის დაკვლით, დაკალით ერთი ცხვარი და გადაჭერით პრობლემა ჭიდაობის ფედერაციაში

თუ ძიუდოისტების შერიგება ხდება რიტუალით და ცხვრის დაკვლით, დაკალით ერთი ცხვარი და გადაჭერით პრობლემა ჭიდაობის ფედერაციაში, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, დეპუტატმა რომან გოცირიძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ჭიდაობის ფედერაციაში მიმდინარე პროცესებზე საუბრისას განაცხადა.

რომან გოცირიძის თქმით, დღეს „ცხვრის დაკვლა“ არის გამოსავალი სიტუაციიდან, რადგანაც ქვეყანაში არ არსებობს სასამართლო სისტემა.

„კონსტრუქციული წინადადებით შემოვდივარ. ჩვენ ვიცით, რომ ქვეყანაში არ არსებობს სასამართლო სისტემა. როდესაც ათეულ ათასობით ადამიანის თვალწინ თავგაბზარული ევროპის ჩემპიონის სურათი ვიხილეთ და ის ადამიანი, რომელმაც მას თავი გაუტეხა, სასამართლომ გაათავისუფლა 5 ათასი ლარის გირაოს სანაცვლოდ, ეს მაშინ, როდესაც კირკიტაძე ახლა ციხეში ზის.

როდესაც სასამართლო არ არის, თქვენ გამოსავალს სწორად მიაგენით. ძიუდოისტებმა ერთმანეთს იაპონიაში დაამტვრიეს თავ-ყბა, მაგრამ ნაცვლად იმისა, რომ სასამართლოში წასულიყვნენ, დაკლეს ცხვარი და ეკლესიამ შეარიგა.

ამიტომ გირჩევთ, თუ ძიუდოისტების შერიგება ხდება ცხვრის დაკვლით, დაკალით ერთი ცხვარი და გადაჭერით პრობლემა ჭიდაობის ფედერაციაში“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

იხილეთ ვიდეო

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს