„ნაციონალური მოძრაობა“ აჭარაში სპორტულ ფედერაციებზე გადაცემული ინვენტარის მიღება-ჩაბარების აქტის გასაჯაროებას ითხოვს

აჭარაში სპორტულ ფედერაციებზე გადაცემული ინვენტარის დეკლარაცია და მიღება-ჩაბარების აქტი დაუყოვნებლივ უნდა გასაჯაროვდეს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აჭარის ორგანიზაციის წევრმა ხათუნა ბერიძემ პარტიის ოფისში პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი ინფორმაციით, აჭარაში ყველა სპორტული ფედერაცია გადაამოწმეს და რეალურად მათზე ინვენტარი არ გადაცემულა.

„ნაციონალურ მოძრაობაში" მიიჩნევენ, რომ სავარაუდოდ, ბიუჯეტის არამიზნობრივი ხარჯვა და კორუფცია იკვეთება.

„2018 წლის 21 ნოემბერს, აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის დეპარტამენტმა 692 230 ლარის სპორტული ინვენტარის შეძენის მიზნით ხელშეკრულება გააფორმა შპს „პიკოლო“ - სთან. ჩვენი ინფორმაციით, დეპარტამენტის ხელმძღვანელობამ მინისტრის დავალებით აიძულა ფედერაციები მოეწერა ყალბ მიღება- ჩაბარების აქტზე ხელი, თითქოსდა მათ მიიღეს მოთხოვნილი სპორტული ინვენტარი. ჩვენს მიერ გადამოწმებული იქნა სხვადასხვა ფედერაციებში სპორტული ინვენტარის მიღების ფაქტი. ფედერაციები არ ადასტურებენ სპორტული ინვენტარის მიღებას, ისინი საუბრობენ, თითქოს საწყობში ინახება ინვენტარი, თუმცა კონკრეტულად სად, ადგილს ვერ მიგვითითებენ. მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ იქნას შესწავლილი აღნიშნული საკითხი საგამომძიებო უწყებების მიერ“, - განაცხადა ხათუნა ბერიძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ბრალდებას აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლაშა ჩავლეშვილი გამოეხმაურა. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, სპორტული ინვენტარი დასაწყობებულია და წლის ბოლონდე აჭარაში ყველა სპორტულ სკოლას გადაეცემა.

„სამართლებრივად ეს ინვენტარი სპორტულ სკოლებს გადაეცემა. ინვენტარი, რომელზეც მიღება- ჩაბარების აქტია გაფორმებული, დასაწყობებულია და ნაწილი ნახეთ კიდეც. დოკუმენტში არანაირი შეცდომა არ არის. მათი განცხადებები არის მორიგი ცილისწამება",- განაცხადა ლაშა ჩავლეშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა