სენაკში მცხოვრებ დამატებით 100 ოჯახს ზაფხულიდან უწყვეტი წყალმომარაგება ექნება

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია სენაკში დამატებით 100 ოჯახისთვის უწყვეტი წყალმომარაგებით უზრუნველსაყოფად ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ახორციელებს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში 5-კილომეტრამდე მონაკვეთზე ახალი ქსელი კეთდება, რაც წყალმომარაგების პრობლემას სრულად აღმოფხვრის.

„სამუშაოები ზაფხულში დასრულდება, რის შემდეგაც მოსახლეობა 24-საათიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.

აღმაშენებლის ქუჩაზე ქსელის არარსებობის გამო, მოსახლეობას ცენტრალიზებული წყალმომარაგება არასოდეს ჰქონია. აღნიშნული ქუჩის მცხოვრებლები დღემდე წყლის ჭებით სარგებლობენ.

სამუშაოებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდა 500 000 ლარამდეა გამოყოფილი.

ამ დროისთვის, სამეგრელოს-ზემო სვანეთის რეგიონში 9 ინფრასტრუქტურული პროექტი მიმდინარეობს. წყალმომარაგებისა და წყალარინების თანამედროვე ინფრასტრუქტურა შენდება ზუგდიდში, ფოთში, ჯვარში, აბაშაში, მესტიასა და ანაკლიაში. მასშტაბური სამუშაოების ჯამური ღირებულება 430,525,932 ლარია“, - ნათქვამია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა