აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი - აჭარის პოპულარიზაცია საერთაშორისო გამოფენებზე გრძელდება

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებზე რეგიონის ტურისტული შესაძლებლობების პოპულარიზაციას აგრძელებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტიდან აცნობეს, ამჯერად, აჭარა სტამბოლის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე „EMITT 2019“ იყო წარმოდგენილი.

„აღსანიშნავია, რომ აზიასა და აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ გამოფენაში დეპარტამენტი საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან და ტურისტულ სააგენტოებთან ერთად მონაწილეობდა.

გამოფენა ვიზიტორების სიმრავლით გამოირჩეოდა და წელს მასზე 100 ქვეყნის 700-მდე ტურისტული კომპანია და ორგანიზაცია იმყოფებოდა. დეპარტამენტი გამოფენაში 2007 წლიდან მონაწილეობს და პოპულარიზაციას უწევს რეგიონს.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი წლის განმავლობაში რეგიონის ტურისტულ პროდუქტებსა და შესაძლებლობებს ჯამში 27 საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე წარადგენს“, - ნათქვამია ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო