ბათუმში, ორსართულიან საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია

ბათუმში, ბერიძის ქუჩაზე ორსართულიან საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლის გავრცელების საფრთხე აღარ არსებობს.

ადგილზე მუშაობს 8 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ამასთან, როგორც ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ხანძრის შედეგად დაახლოებით ოთხი საცხოვრებელი სახლის სახურავიც დაზიანდა. ბათუმის მერის ცნობით, შემთხვევის ადგილზე ბათუმის მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები იმყოფებიან, რომლებიც დაზარალებულ ოჯახებს სწავლობენ და საჭიროების შემთხვევაში, მათ მერია დახმარებას გაუწევს.

ხანძართან დაკავშირებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის“ 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა