„ნაცმოძრაობის" აქტივისტის შოთა დალაქიშვილის ცემის ბრალდებით დაკავებულები მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა

გურჯაანის რაიონულ სასამართლოში, „ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტის შოთა დალაქიშვილის ცემის ბრალდებით დაკავებულების წინასასამართლო პროცესი გაიმართა. ბრალდების მხარე მამუკა უსენაშვილს, თენგიზ ჯანიაშვილს და გოჩა მაისურაძეს 16 დეკემბერს, ველისციხეში ინციდენტში მონაწილეობას და ერთი პირის მიმართ ფიზიკურ შერაცხყოფას ედავება.

მოსამართლე ნუნუ ნემსიწვერიძემ დაცვის მხარის შუამდგომლობა 5000- ლარიანი გირაოს შეფარდებაზე არ გაითვალისწინა და სამივე ბრალდებული პატიმრობაში დატოვა. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ, ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

მორიგი სასამართლო სხდომა 12 თებერვალს დაინიშნა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო