ზუგდიდის მერიის დაკავებული მაღალჩინოსნის, თენგიზ ქობალიას დედამ სუს-ის სამეგრელო-ზემო სვანეთის დეპარტამენტში შეჭრა სცადა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სამეგრელო-ზემო სვანეთის დეპარტამენტთან ზუგდიდის მერიის ყოფილი მაღალჩინოსნის, თენგიზ ქობალიას დედა აზა ჯოლოგუა მხარდამჭერებთან ერთად აქციას მართავს.

ის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან შეხვედრას ითხოვს.

თენგიზ ქობალიას დედამ სუს-ის შენობაში შეჭრა სცადა.

ზუგდიდის მუნიციპალური სერვისების მართვის სამსახურის ყოფილი უფროსი თენგიზ ქობალია 24 დეკემბერს საკუთარ კაბინეტში დააკავეს. გამოძიება მას დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება. სუს-ის განცხადებაში აღნიშნულია, რომ იგი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის ლაშა გოგიას და ვიცე-მერის გია გულორდავას მიერ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის ფაქტი შეიტყო და აღნიშნულის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს არ აცნობა. ქობალიას წინასწარი პატიმრობა 25 დეკემბერს შეეფარდა. თენგიზ ქობალია ბრალს არ აღიარებს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს