ზუგდიდის მერიის ყოფილი მაღალჩინოსნის დედა - ჩემი შვილი უდანაშაულოა და ის უნდა გაათავისუფლონ

ზუგდიდის მერიის ყოფილი მაღალჩინოსნის, თენგიზ ქობალიას დედა აზა ჯოლოგუამ, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სამეგრელო-ზემო სვანეთის დეპარტამენტთან მხარდამჭერებთან ერთად იმყოფებოდა, აქცია დროებით შეწყვიტა. მან აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ადგილზე მისი შვილის ადვოკატი სოსო ჯანაშია მივიდა.

„დღეს დროებით ვიშლებით, მაგრამ ეს იმას არ ნიშნას, რომ აქციებს ვწყვეტ. ხვალ-ზეგ ჩვენ უფრო მეტი ვიქნებით. ჩემი შვილი უდანაშაულოა და ის უნდა გაათავისუფლონ“, - განაცხადა აზა ჯოლოგუამ.

დაკავებულის დედამ მხარდამჭერებთან ერთად დღეს სუს-ის სამეგრელო-ზემო სვანეთის დეპარტამენტთან აქცია გამართა. ის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან შეხვედრას ითხოვდა, რის შემდეგაც შენობაში შეჭრა სცადა.

ზუგდიდის მუნიციპალური სერვისების მართვის სამსახურის ყოფილი უფროსი თენგიზ ქობალია 24 დეკემბერს საკუთარ კაბინეტში დააკავეს. გამოძიება მას დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება. სუს-ის განცხადებით, იგი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის ლაშა გოგიას და ვიცე-მერის გია გულორდავას მიერ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის ფაქტი შეიტყო და აღნიშნულის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს არ აცნობა. ქობალიას წინასწარი პატიმრობა 25 დეკემბერს შეეფარდა. ის ბრალს არ აღიარებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა