აჭარის მთავრობის ჩართულობით და წითელი ჯვრის თანადგომით აჭარაში ჰუმანიტარული მისია განხორციელდება

დღეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტს ნათია ლოლაძეს შეხვდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, აჭარაში მცხოვრები სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახები, აჭარის მთავრობის ჩართულობითა და წითელი ჯვრის თანადგომით, ჰუმანიტარულ დახმარებას მიიღებენ. ჰუმანიტარული ამანათი უკვე გადაეცა შუახევისა და ხულოს მოსახლეობას, პროცესი ეტაპობრივად გრძელდება სხვა მუნიციპალიტეტებში. ამანათები მოიცავს 106 ათასი ლარის ღირებულების ტანსაცმელს, ფეხსაცმელს და აქსესუარებს როგორც ზრდასრულებისთვის, ასევე ბავშვებისთვის.

„საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება არის მსოფლიოს უდიდესი ჰუმანიტარული ქსელის - წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო მოძრაობის წევრი. ჩვენს ქვეყანაში თავის საქმიანობებს ახორციელებს როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივი პარტნიორების მხარდაჭერით. წითელი ჯვრის მთავარი მისიაა დაეხმაროს ადამიანებს საგანგებო სიტუაციებით და სოციალურ-ეკონომიკური კრიზისით გამოწვეული შედეგების დაძლევაში“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო