სამცხე-ჯავახეთის რწმუნებულმა სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა

სამცხე-ჯავახეთის რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა, ადგილობრივი თვითმმართველობების პირველ პირებთან ერთად, რეგიონში მოქმედი სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციიდან აცნობეს, შეხვედრაზე მშენებლებს 2019 წელს დაგეგმილი ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით მიაწოდეს ინფორმაცია და სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული ცვლილებები გააცნეს, რომელიც მათ მუნიციპალიტეტებთან და საზედამხედველო ორგანიზაციასთან ურთიერთობას გაუადვილებს.

სახელმწიფო რწმუნებულმა აღნიშნა, რომ გასულ წელს მნიშვნელოვან პროექტებს ჩაეყარა საფუძველი და სამომავლო პროექტების ხარისხიანად შესრულების აუცილებლობას გაუსვა ხაზი.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ადგილობრივი ხელისუფლებისა და სამშენებლო კომპანიების წარმომადგენელთა შეხვედრები ტრადიციულ ფორმას მიიღებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო