„ქართული ოცნების“ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს

„ქართული ოცნების“ ოფისში, პარტიის თვამჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს.

სხდომას დეპუტატი ეკა ბესელიაც ესწრება. ეკა ბესელიას სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია.

ეკა ბესელიას გარდა სხდომას ასევე ესწრებიან დეპუტატები გედევან ფოფხაძე და ლევან გოგიჩაიშვილი, რომლებიც აპირებენ შეხვედრაზე ყურადღება „ქართული ოცნების“ მიერ გუშინ გავრცელებულ განცხადებაზე და მოსამართლეებთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარის კომენტარზე გაამახვილონ.

დეპუტატები, რომლებმაც დღეს მედიასთან განცხადებები გააკეთეს, აღნიშნავენ, რომ დღეს არ ელოდებიან პარტიიდან რომელიმე წევრის გარიცხვას.

იხილეთ ვიდეო:

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა