რუსთავში თხევადი აირით  მამაკაცი მოიწამლა

რუსთავში, მეგობრობის გამზირზე, 36 წლის მამაკაცი მოიწამლა. წინასწარი ინფორმაციით, საცხოვრებელ ბინაში ბუნებრივი აირი ჩაჭრილი იყო და ოჯახი თხევადი აირის ბალონით სარგებლობდა. მეზობლების ინფორმაციით, საცხოვრებელ კორპუსში გაზის სპეციფიური სუნი იდგა, ადგილზე გამოიძახეს საპატრულო პოლიცია, რომელმაც მამაკაცი საცხოვრებელ ბინაში უგონო მდგომარეობაში აღმოაჩინა. ის, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკა “რუსთავში" გადაიყვანა.

ექიმების ინფორმაციით, პაციენტს სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია