საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტმა აჭარაში შეხვედრები გამართა

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტი ნათია ლოლაძე აჭარაში იმყოფებოდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებიდან აცნობეს, ნათია ლოლაძემ შეხვედრები გამართა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესთან და ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ზაალ მიქელაძესთან.

შეხვედრის ფარგლებში განხილეს საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების მიმდინარე საქმიანობა და ასევე მხარეებმა საერთო სამომავლო გეგმებზეც ისაუბრეს.

„საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტმა ნათია ლოლაძემ და ბათუმის ფილიალის თავმჯდომარემ ოთარ დავითაძემ „ელსივაიკიკი გეს“ მხარდაჭერით, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან ზაალ მიქელაძესთან ერთად მრავალშვილიან და სოციალურად დაუცველ ოჯახებს ჰუმანიტარული ამანათები გადასცა. მისიის ფარგლებში ჰუმანიტარული ამანათები ეტაპობრივად გადაეცემა აჭარის ყველა მუნიციპალიტეტის მოსახლეობას“, - ნათქვამია საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა