კასპის მოსახლეობის ძირითად ნაწილს წყალმომარაგების მიწოდება აღუდგა

კასპის მოსახლეობის 1400 ოჯახს წყალმომარაგების მიწოდება დღეს დილიდან აღუდგა. ინფორმაციას გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დარჩენილი 83 აბონენტის წყალმომარაგების უზრუნველსაყოფად გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია სარეაბილიტაციო სამუშაოებს რამდენიმე დღეში დაასრულებს, მანამდე კი, ეს ოჯახები წყალმზიდის საშუალებით მომარაგდებიან.

„გეოლოგების ჯგუფის დასკვნის საფუძველზე, მიწის ჩამოშლა იმ ძველი მილებიდან წყლის გაჟონვამ გამოიწვია, რომელიც წლების წინ ადგილობრივი მოსახლეობის მიერ თვითნებურად დამონტაჟდა. ამ დროისთვის, კომპანიის შესაბამისი სამსახურების მიერ მიმდინარეობს ჩამოშლილი მიწის მასის გატანა და ტერიტორიის გაწმენდა. პარალელურად, მუშავდება პროექტი, რომლის საფუძველზეც დაიწყება ძველი მილების ჩანაცვლება ახალი ქსელით. დაიწყება დამცავი ჯებირის მშენებლობის სამუშაოებიც.

რამდენიმე დღის წინ, მიწის ჩამოშლის გამო, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ საფრთხეების დროულად აცილების მიზნით, მიმდებარედ არსებული წყლის ორი რეზერვუარი დროებით დაცალა. მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე მუშაობდა კომპანიის საავარიო ჯგუფი, მობილიზებული იყვნენ შესაბამისი უწყებები. მომხდარის გამო წყალმომარაგება მოსახლეობის 30% შეეზღუდა. კომპანია ადგილობრივებს წყალს წყალმზიდების საშუალებით მუდმივად აწვდიდა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა