ომბუდსმენი მიხეილ ბატიაშვილს მიმართავს, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილის შემთხვევას

მე მინდა მივმართო სპორტის მინისტრს, რომ განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს ზურაბ დათუნაშვილის შემთხვევას, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.

მისივე თქმით, სპორტსმენი გახდა სავარაუდო დანაშაულის მსხვერპლიც და არსებობს რეალური საფრთხე, რომ მის მიერ გაკეთებული თამამი განცხადებების გამო ის დაექვემდებაროს უსამართლო დამოკიდებულებას ფედერაციის ხელმძღვანელობის მხრიდან, რომელიც რჩება თანამდებობაზე.

„ჩვენ შევხვდით ზურას იქიდან გამომდინარე, რომ ახალგაზრდა სპორტსმენი მარტო უპირისპირდება ჭიდაობის ფედერაციის მთელ სისტემას. მე მინდოდა, რომ მისთვის გამომეხატა მხარდაჭერა და ამ მხარდაჭერით გამომეცხადებინა თანადგომა ყველა იმ სპორტსმენის მიმართ, რომელიც შესაძლოა განიცდიდეს უსამართლო და შერჩევით დამოკიდებულებას. ზურასგან მოვისმინე საინტერესო ინფორმაცია და მრჩება შთაბეჭდილება, რომ საკმაოდ არაჯანსაღი სიტუაციაა ფედერაციაში, როგორც დამოკიდებულების მხრივ, ასევე ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით, ფინანსების გამჭვირვალობის და განკარგვის მართებულობის მხრივ. მე მინდა მივმართო სპორტის მინისტრს, რომ განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს ამ შემთხვევას. ზურას უნდა მიეცეს მისი კარიერის სათანადოდ და შეუზღუდავად გაგრძელების საშუალება. ასევე მინდა მივმართო ყველა უწყებას, რომელიც პასუხისმგებელია საჯარო ფინანსების განკარგვაზე, რომ შეისწავლონ იქ არსებული მდგომარეობა და ფინანსების განკარგვის კანონიერება და მიზანშეწონილობა. ამ სპორტსმენებს მოტანილი აქვთ უამრავი სიხარული და ბედნიერება. სახელმწიფოსა და საზოგადოების მხრიდან მათ მხარდაჭერა სჭირდებათ, რომ მათ არ შეწყვიტონ კარიერა იმის გამო, რომ იქ გარკვეული არაფორმალური გავლენები არსებობს", - განაცხადა ლომჯარიამ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს