ზესტაფონის მუნიციპალიტეტში სოფლის საერთო კრებები და საკონსულტაციო შეხვედრები დასრულდა

ზესტაფონის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით” გათვალისწინებული შეხვედრები დასრულდა. პროექტის ფარგლებში ბოლო კრება სოფელ კლდეეთის ადმინისტრაციულ ერთეულში გაიმართა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, მოსახლეობის ძირითადი მოთხოვნები, უმეტეს შემთხვევაში, სოფლის შიდა საუბნო გზების კეთილმოწყობას, სასმელი წყლის სისტემის აღდგენას, ამბულატორიების რეაბილიტაციას, სანიაღვრეების, გარე განათებებისა და სპორტული მოედნების მოწყობას ითვალისწინებდა. გადაწყვეტილებები ყველგან უმრავლესობის ხმის მიხედვით იქნა მიღებული.

„ზესტაფონის მუნიციპალიტეტში წარმატებით დასრულდა „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ გათვალისწინებული შეხვედრები. ეს არის მეტად მნიშვნელოვანი პროექტი, სადაც მოსახლეობა თავად ადგენს პრიორიტეტებს. მთავრობის გადაწყვეტილებით თავდაპირველად გამოყოფილი თანხა ყველა სოფელს გაუორმაგდა, რაც მეტ შესაძლებლობას მისცემს სოფლად ინფრასტრუქტურის განვითარებას“ - განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა კახაბერ მახათაძემ.

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში შეხვედრები ზესტაფონის მუნიციპალიტეტის 59 სოფელში გაიმართა. საერთო კრებებისა და საკონსულტაციო შეხვედრების ჩატარება მთელი ქვეყნის მასშტაბით პირველ მარტს დასრულდება. შეხვედრებს, სხვადასხვა დროს, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, იმერეთის გუბერნატორი შავლეგო ტაბატაძე, ზესტაფონის მაჟორიტარი დეპუტატი შალვა კიკნაველიძე და მუნიციპალიტეტის მერი კახაბერ მახათაძე ესწრებოდნენ“, - ნათქვამია ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს