თბილისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეს რეაბილიტაცია ჩაუტარდება

თბილისში მდებარე მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეს რეაბილიტაცია ჩაუტარდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა.

მისივე თქმით, კონკურსი გამოცხადებულია საპროექტო სამუშაოების შესყიდვაზე, რომელიც 10 თებერვალს დასრულდება.

„მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე არის შენობა-ნაგებობა, რომელიც 200 წელს ითვლის და ერთ-ერთი უნიკალური ნაგებობაა დედაქალაქში, რომელმაც უამრავი ქარტეხილი გამოიარა, ბევრჯერ შეიცვალა იერსახე, თუმცა ჩვენ ვიცით, როგორი დატვირთვა აქვს და რამდენად მნიშვნელოვანია ეს შენობა. სწორედ მის თავზე აღიმართა პირველი რესპუბლიკის დროშა. შესაბამისად, ჩვენ დაგეგმილი გვაქვს მისი რეაბილიტაცია, მოწესრიგება. დღეს საუკეთესო ფუნქცია აქვს ამ შენობას, ის ემსახურება ბავშვებს და კიდევ დიდხანს მოემსახურება, თუ სათანადოდ მოვუვლით და ვუპატრონებთ. განწყობა გვაქვს, რომ ეს ყველაფერი იქნას მოწესრიგებული. კონკურსი გამოცხადებულია საპროექტო სამუშაოების შესყიდვაზე, რომელიც 10 თებერვალს დასრულდება. პროექტის ღირებულება 599 ათასი ლარია. პროექტებს, რომელიც იქნება წარმოდგენილი, ეტაპობრივად მივიღებთ. პირველი აქცენტი იქნება ფასადის აღდგენაზე და შიგნითაც საკმაოდ მნიშვნელოვანი სამუშაო იქნება ჩასატარებელი, რადგან ეს არის ძეგლი და სამუშაოები მაქსიმალურად სწორად იქნება გასატარებელი. თუმცა მთავარია, რომ შენობა იქნება რეაბილიტირებული“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა