პაატა ზაქარეიშვილი - აშკარად ჩანს, რომ ბიძინა ივანიშვილის გარშემო ყველა რიტუალურ ცეკვას ასრულებს

აშკარად ჩანს, რომ ბიძინა ივანიშვილის გარშემო ყველა რიტუალურ ცეკვას ახორციელებს, - ამის შესახებ ექსპერტმა პაატა ზაქარეიშვილმა „ინტერპრესნიუსს“ მმართველ გუნდში არსებულ დაპირისპირებასთან დაკავშირებით განუცხადა. მისი შეფასებით, პარტიიდან და შესაბამისად, ივანიშვილისგან წასვლა არც ერთ წევრს არ უნდა.

„როგორც ჩანს, არავინ არ აპირებს კარის გამოჯახუნებას, რომ „მე მივდივარ“. ყველას ურჩევნია თვითონ დარჩეს და სხვა წავიდეს. აშკარად ჩანს, რომ ბიძინა ივანიშვილის გარშემო ყველა რიტუალურ ცეკვას ახორციელებს. ვინაიდან პარტიიდან ჯერ არავინ მიდის, ამით შეიძლება მივხვდეთ, რომ ცენტრისგან წასვლა არავის უნდა, ყველა ტრიალებს ცენტრის გარშემო. ეს იმის ნიშანია, რომ პარტიაში არავის არ აქვს უპირატესობა. დღეს რომ პარტიაში გამოკვეთილი იყოს რომელიმე ჯგუფის უპირატესობა, მაშინ მეორე ჯგუფი დროზე წამოვიდოდა, რადგან არჩევნებამდე ძალიან ცოტა დროა დარჩენილი. არჩევნების წინ წამოსვლა კი კატასტროფას ნიშნავს,“ - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

ექპსერტის შეფასებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე „ქართულ ოცნებაში“ ცვლილებები განხორციელდება. როგორც პაატა ზაქარეიშვილმა აღნიშნა, „ახალგაზრდებმა ივანიშვილს არ გაუმართლეს“.

„2020 წლის არჩევნებამდე რაღაც შეიცვლება აუცილებლად. საპრეზიდენტო არჩევნების პირველმა ტურმა აჩვენა, რომ ხალხი არ ენდობა მათ, ამიტომ ან რეფორმა უნდა განახორციელოს ივანიშვილმა „ქართულ ოცნებაში“ რათა საზოგადოებას ახალი „ქართული ოცნება“ აჩვენოს, ან ყველაფერი ძველებურად დატოვოს და მაშინ წააგებენ.

„ქართულ ოცნებაში“ ახალგაზრდებმა არ გაუმართლეს ივანიშვილს. ბესელია კი უფრო ინარჩუნებს წონასწორობას და საზოგადოებაში სწორ მესიჯებს იძლევა. დარჩება თუ არა ეკა ბესელია პარტიაში, ეს არავინ იცის. ახლა ყველაფერს გადაწყვეტს რამდენიმე თვე. ყველამ უნდა იცოდეს როგორ მიდიან არჩევნებში. ამიტომ მაქსიმუმ 2-3 თვეში უნდა გადაწყდეს - ნაწილი რჩება „ქართულ ოცნებაში“ და ვიღაცები გვერდზე ჩოჩდებიან, თუ ყველა ერთად რჩება,“ - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

იხილეთ ვიდეო: მმართველ გუნდში მიმდინარე მოვლენებს "ქართული ოცნების" ხელისუფლების ყოფილი მინისტრები ეხმაურებიან

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა