ბათუმში მაგისტრალური მილსადენის დაზიანების გამო რამდენიმე ქუჩას წყალმომარაგება შეეზღდება

ბათუმში ჯავახიშვილის ქუჩაზე მაგისტრალური მილსადენის დაზიანების გამო რამდენიმე ქუჩას წყალმომარაგება დროებით შეეზღდება.როგორც „ინტერპრესნიუსს“ შპს „ბათუმის წყალმა“ აცნობა, კომპანიამ წყალმომარაგების შეზღუდვის არეალში მცხოვრებ აბონენტებს ინფორმაცია დროულად SMS შეტყობინების სახით მიაწოდა.

„ჯავახიშვილის ქუჩაზე დაზიანდა 225მმ-იანი წყლის მაგისტრალური მილსადენი. მილის აღდგენისა და სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულების მიზნით, 6 თებერვლის 00:00 საათიდან, 7 თებერვლის 08:00 საათამდე წყლის მიწოდება შეუწყდება: ჯავახიშვილის ქუჩას: პუშკინისა და გ. ბრწყინვალეს ქუჩების მონაკვეთში; გიორგი ბრწყივალეს ქუჩას: გრიბოედოვისა და ჯავახიშვილის ქუჩების მონაკვეთში; გიორგი ბრწყინვალეს ქუჩას: N122-დან, N132-ის ჩათვლით.

შპს „ბათუმის წყალმა“ წყალმომარაგების შეზღუდვის არეალში მცხოვრებ აბონენტებს ინფორმაცია დროულად SMS შეტყობინების სახით მიაწოდა. აბონენტებს დამატებითი ინფორმაციის მიღება სამუშაოებთან დაკავშირებით შეუძლიათ კომპანიის ცხელი ხაზის მეშვეობით ნომერზე: (0422) 242222, ან 1152“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა