სოფელ ატოცის სიახლოვეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ხანძარია

ქარელის მუნიციპალიტეტის მოსაზღვრე სოფელ ატოცის სიახლოვეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ხანძარია. შემთხვევის ადგილი გამყოფი ხაზიდან დაახლოებით 150 მეტრითაა დაშორებული.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ქარელის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა გულიაშვილმა განუცხადა, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ცეცხლის გავრცელების საფრთხე ამ დროისთვის არ არსებობს.

„გამყოფი ხაზიდან დაახლოებით 150 მეტრში ცეცხლი ბალახს მოედო. დეფაქტო რეჟიმის მიერ კონტროლირებად აღნიშნულ ტერიტორიაზე ხანძრის კერები პერიოდულად ქრება და შემდგომ რამდენიმე ადგილზე თავი კვლავ იჩინა. ამ დროისთვის საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ხანძრის გავრცელების საფრთხე არ არსებობს, თუმცა ამის მიუხედავად სახანძრო-სამაშველო სამსახურის სამი ეკიპაჟი უკვე გზაშია და ყველანაირი რისკის თავიდან აცილების მიზნით ცოტა ხანში ადგილზე იქნება“, - განაცხადა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას ქარელის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა გულიაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა