„ვითიბი ბანკი”, „პორშეს“ ავტო სესხით შეძენის მსურველებს სპეციალურ ფასს სთავაზობს

“ვითიბი ბანკი”, „პორშეს“ მარკის ნებისმიერი მოდელის, ავტო სესხით შეძენის მსურველებს სპეციალურ ფასს სთავაზობს და საჩუქრად გადასცემს საგზურს სტამბოლში, „პორშეს“ დაუვიწყარ ავტო-შოუზე - Porsche on Track.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ვითიბი ბანკიდან“ აცნობეს, „ვითიბი ბანკისა“ და „პორშეს“ ერთობლივი შეთავაზება მოქმედებს თებერვლის ბოლომდე.

„საგზური მოიცავს: ორმხრივ ავიაბილეთს - თბილისი - სტამბოლი - თბილისი; განთავსებას 2 ღამით 5 * სასტუმროში - Radisson Blu Tuzla; საუზმესა და ვახშამს; „პორშეს“ შოუზე დასასწრებ ბილეთს; ტრანსფერს აეროპორტიდან (ჩამოსვლისას და გამგზავრებისას).

აქციის პირობების თანახმად, ავტომობილის შესაძენად საჭიროა თანამონაწილეობა 20%-ის ოდენობით, სესხის მაქსიმალური ვადაა 60 თვე“, - ნათქვამია „ვითიბი ბანკის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს