არასამთავრობო ორგანიზაცია ქუთაისში რუსეთის სარაგბო გუნდის ჩამოყვანას აპროტესტებს

არასამთავრობო ორგანიზაცია „ევროპა ჩვენი სახლია" ქუთაისში რუსეთის სარაგბო გუნდის ჩამოყვანას აპროტესტებს.

ორგანიზაციის წარმომადგენლების განცხადებით, ქართული მხარის ლოიალური პოლიტიკის ტენდენცია გრძელდება და კულტურის და მაღალჩინოსნების შემდეგ კამპანიაში სპორტსმენები ჩაერთნენ.

„ქუთაისში სარაგბო კლუბ "აია-არენაზე" ჩამოიყვანეს და დააბინავეს რუსეთის სარაგბო გუნდი. ეს არის ტენდენციის გაგრძელება, რომლითაც ცდილობენ დაამტკიცონ, რომ რუსეთი კარგია, იმ დროს, როდესაც გრძელდება ქვეყნის ოკუპაცია, როდესაც ადამიანებს იტაცებენ ე.წ. საზღვრიდან. კულტურით დაიწყო ეს კამპანია, ჩამოიყვანეს მომღერლები, მსახიობები, შემდეგ ჩვენი მაღალჩინოსნები წავიდნენ მოსკოვში, ბოლოს კი სპორტსმენები ჩამოიყვანეს. ამხანაგური მატჩი გამართეს იმ დღეს, როდესაც ოკუპანტებმა მამაო გაიტაცეს. ეს ყველაფერი ემსახურება ერთ მიზეზს, პატრიოტიზმი ჩაახშონ ადამიანებში. ამით ცდილობენ ამტკიცონ, რომ არსებობს ორი: კარგი და ცუდი რუსეთი, ეს ყველაფერი მიუღებელია და დანაშაულია",-აცხადებს ორგანიზაციის თავმჯდომარე გია გოქაძე.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს