სერგი კაპანაძე - არ მაქვს მოლოდინი, რომ  თემირლან მაჩალიკაშვილის საკითხზე პარლამენტში საგამოძიებო კომისია შეიქმნება

არ მაქვს მოლოდინი, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის საკითხზე პარლამენტში საგამოძიებო კომისია შეიქმნება, - ასე უპასუხა „ინტერპრესნიუსის“ შეკითხვას ,,ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა სერგი კაპანაძემ.

,,ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამ თემაზე საგამოძიებო კომისია უნდა შეიქმნას გამომდინარე იქიდან, რომ ბევრი კითხვაა პასუხგაუცემელი და როგორც ჩანს, შსს და პროკურატურა არც აპირებენ პასუხის გაცემას. იმისათვის, რომ შეიქმნას კომისია, 50 დეპუტატია საჭირო. უმრავლესობის დეპუტატები მხარს არ დაუჭერენ.

დიდი შანსი არ არის ამ კომისიის შექმნის, მაგრამ ჩვენ ყველაფერს ვიზამთ, რომ ამ თემაზე დისკუსიები შედგეს", - განაცხადა კაპანაძემ.

შეგახსენებთ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა პარლამენტს თემილან მაჩალიკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით მიმართა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა