გიგა შუშანია განხორციელებულ საკადრო ცვლილებებზე - დეპუტატებმა და გუბერნიამ მოიპოვეს გამარჯვება ქუთაისის მერ გიორგი ჭიღვარიაზე

დეპუტატებმა და გუბერნიამ მოიპოვეს გამარჯვება ქუთაისის მერ გიორგი ჭიღვარიაზე, - ასე აფასებს ქუთაისში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებს საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გიგა შუშანია. მისი თქმით, დაპირისპირება ამით არ დასრულდება და კიდევ უფრო გაღრმავდება.

„ეს არის გამოძახილი „ქართულ ოცნებაში" მიმდინარე შიდა დაპირისპირების, რომლის შესახებაც ჩვენ დიდი ხანია ვსაუბრობდით. ამ ჯგუფებს შორის დაპირისპირება დღითიდღე ღრმავდებოდა, თუმცა ვერ გაბედეს ჯერჯერობით ქუთაისის მერის, გიორგი ჭიღვარიას გადაყენება. ჩვენი ინფორმაცით, ეს საკითხი დღის წესრიგიდან არ არის მოხსნილი. სწორედ ჭიღვარია-დალაქიშვილი-იობაშვილი წარმოადგენენ „ქართული ოცნების" რეგიონული სამსახურის ხელმძღვანელის დიმიტრი სამხარაძის გუნდს. სწორედ ამ ჯგუფის შევიწროება მიმდინარეობს. თუ დატოვეს ჭიღვარია თანამდებობაზე, ის იქნება ფორმალური მერი და ვინც დაინიშნება იობაშვილის ადგილზე, ის იქნება რეალურად გადაწყვეტილებების მიმღები. რაც ხდება, რა თქმა უნდა, ცუდია, რადგან „ქართული ოცნების" შიდა დაპირისპირებას ქალაქის ინტერესები ეწირება. დღეს დეპუტატებმა და გუბერნიამ მოიპოვეს გამარჯვება ჭიღვარიაზე, ისინი წარმოადგენენ კალაძე-კობახიძის გუნდს“, - განაცხადა გიგა შუშანიამ. მისი თქმით, თუ ვიცე-მერის პოსტზე კობა ნარჩემაშვილის ძმა, ლაშა ნარჩემაშვილი დაინიშნება, რეალურად მერის ფუნქციებს ის შეასრულებს.

შეგახსენებთ, ქუთაისის ვიცე-მერმა გიორგი იობაშვილმა და იმერეთის გუბერნატორის პირველმა მოადგილემ გრიგოლ დალაქიშვილმა თანამდებობები დატოვეს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა