უმაღლესი საბჭო გამწვანების აქციას შეუერთდა

უმაღლესი საბჭო გამწვანების აქციას შეუერთდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოდან აცნობეს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ლადო მგალობლიშვილი, საკანონმდებლო ორგანოს აპარატის უფროსი მაია ხაჯიშვილი და აპარატის წარმომადგენლები ა(ა)იპ „ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის“ ახალ პროექტს - “სილამაზე და ჯანსაღი გარემო ბათუმის ქუჩებში“ შეუერთდნენ.

კანონმდებლებმა საქართველოს ეროვნული გმირის ჟიული შარტავას ქუჩაზე სხვადასხვა სახეობის ხის 70-მდე ნერგი დარგეს.

პროექტი ბათუმის მასშტაბით 4000-მდე ხე-მცენარის დარგვას ითვალისწინებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა