გამწვანების აქციას თორნიკე რიჟვაძე შვილთან ერთად შეუერთდა

დღეს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ გამწვანების სამსახურის მიერ ორგანიზებულ პროექტში მიიღო მონაწილეობა. პროექტი - „სილამაზე და ჯანსაღი გარემო ბათუმის ქუჩებში“ ითვალისწინებს 70 ერთეული სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარის დარგვას გმირთა ხეივანში. ინფორმაციას აჭარი მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

პირველი ნერგი თორნიკე რიჟვაძემ შვილთან ერთად დარგო და აღნიშნა, რომ მსგავსი აქციები ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ,,დღეს მონაწილეობა მივიღე გამწვანების აქციაში. დავრგეთ სხვადასხვა ქვეყნიდან შემოტანილი მცენარეები. გამწვანების აქცია მოგვცემს საშუალებას გვქონდეს უფრო გალამაზებული და მწვანე გმირთა ხეივანი. დარწმუნებული ვარ, ბათუმელები სიამოვნებით ისეირნებენ აქ", - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

პროექტის ფარგლებში დაირგო ირმის რქა, დეკორატიული ვაშლის და წითელი ტყემლის ხეები. ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურს წლის ბოლომდე 4000 -მდე ხემცენარის დარგვა აქვს დაგეგმილი.

გამწვანების აქციას ბათუმის მერი, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, დეპუტატები და მოქალაქეები ესწრებოდნენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა