მერვე კლასელი გოგონა პედაგოგს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებაში ადანაშაულებს

მარნეულის #1 საჯარო სკოლის აზერბაიჯანული ენისა და ლიტერატურის პედაგოგს მერვე კლასელი გოგონა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებაში ადანაშაულებს.

როგორც „ინტერპრესნიუსთან" საუბარში მარნეულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ქანან ომაროვმა განაცხადა, სკოლის დისციპლინურმა საბჭომ საკითხის შესწავლა უკვე დაიწყო.

„დასკვნა 14 დღეში გვექნება. თუ დადასტურდება, რომ მასწავლებელმა მართლაც მიაყენა მოსწავლეს ფიზიკური შეურაცხყოფა, გატარდება შესაბამისი ზომები. ის დათხოვნილი იქნება სკოლიდან და მასალები შესაბამის ორგანოს გადაეგზავნება. შემთხვევა, როგორც გადმომცეს, გუშინ მოხდა. გოგონა დღეს სკოლაში მშობელთან ერთად მივიდა", - განაცხადა ,,ინტერპრესნიუსთან" საუბარში მარნეულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ქანან ომაროვმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა