მარნეულის მუნიციპალიტეტში, წინასწარი ინფორმაციით, შუა საუკუნეების სამარხი აღმოაჩინეს

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ აღმამედლოს ტერიტორიაზე, მიწის სამუშაოების ჩატარების დროს, ადგილობრივმა მოსახლეობამ, წინასწარი ინფორმაციით, შუა საუკუნეების სამარხი აღმოაჩინა.

სამარხის დათვალიერებისა და შესწავლის მიზნით, დღეს აღმამედლოში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები ჩავიდნენ. სპეციალისტებმა სამარხი ზედაპირულად დაათვალიერეს. მათი ინფორმაციით, სამარხი, რომელიც სავარაუდოდ შუა საუკუნეებით თარიღდება, ქვაყუთისგანაა დამზადებული ანუ ქვის ფილებისგანაა აგებული.

უახლოეს პერიოდში სამარხი გაიხსნება და არქეოლოგები მის დეტალურ შესწავლას დაიწყებენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა