მიხეილ ბატიაშვილი - საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს

საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ამ ეტაპზე გვაქვს საჭიროებათა ერთიანი ბაზა, რომლითაც ვხელმძღვანელობთ,- ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

„ინფრასტრუქტურული პროექტების ბიუჯეტი გავზარდეთ, თუმცა ეს არ არის საკმარისი. დამატებით კიდევ რამდენიმე მილიარდი გვჭირდება, რომ დასრულდეს რეაბილიტაციის პროცესი. ამ ეტაპზე გვაქვს საჭიროებათა ერთიანი ბაზა, რომლითაც ვხელმძღვანელობთ. საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს“,- განაცხადა ბატიაშვილმა.

მინისტრმა სკოლებში ჰიგიენურ პრობლემებთან დაკავშირებულ შეკითხვასაც უპასუხა და აღნიშნა, რომ ამ საკითხის გადაჭრაც იგეგმება, ვინაიდან ეს ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. მისი თქმით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს იმის დაანგარიშება, თუ რა რესურსი იქნება საჭირო პრობლემის აღმოსაფხვრელად. აგრეთვე, მუშავდება ერთიანი პროექტი, რომელიც სანიტარული და ჰიგიენური ნორმების მოგვარებისკენ იქნება მიმართული.

ვალერი ჩეჩელაშვილი - ცეცხლის შეწყვეტაზე გადაწყვეტილება რუსეთმა უკრაინელებთან ერთად უნდა მიიღოს, მაგრამ უსაფრთხოების რა გარანტიები ექნება უკრაინას, ეს უკრაინის, ევროპის და აშშ-ს მოლაპარაკებების საგანია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.08.2025
Samsung-ის 2025 წლის ტელევიზორები - ყველაფერი, რაც უნდა იცოდე
„რუსუდან ხიზანიშვილის პერსონალური იკონოგრაფია“ „თიბისი კონცეპტის“ გალერეაში