ფოთის მერი ნაბადის უბანში საკანალიზაციო სისტემის სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო

ქალაქ ფოთის მერი გოჩა კურდღელია, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის პირველ მოადგილესთან ირაკლი ჯიქიასთან და მერის პირველ მოადგილე კონსტანტინე თოფურიასთან ერთად ნაბადის უბანში საკანალიზაციო სისტემის სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო.

ამ ეტაპზე, სამუშაოების მხოლოდ მცირე ნაწილია შესრულებული. ფოთის მერის გოჩა კურდღელიას განცხადებით, კომპანია „Tahal group” უახლოეს მომავალში გეგმავს დამატებით სუბკონტრაქტორი კომპანიების, სამუშაო ბრიგადებისა და ლოკაციების დამატებას. მისივე თქმით, ადგილობრივი ხელისუფლება მონიტორინგს უწევს სამუშაო პროცესს და ყველა პრობლემური საკითხის მოგვარებაში, კომპანიას სრულ მხარდაჭერას უცხადებს.

ფოთში საკანალიზაციო სისტემის მშენებლობას ტენდრეში გამარჯვებული ჰოლანდიური კომპანია ,,TAHAL GROUP” აწარმოებს. ხელშეკრულების მიხედვით, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი წყალარინების ქსელის მოწყობა მთელი ქალაქის მასშტაბით 2020 წელს უნდა დასრულდეს. ამჯერად მილების მონტაჟი ნაბადის უბანში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მიმდინარეობს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს