ბიძინა ივანიშვილი გედევან ფოფხაძეს „ქართული ოცნებიდან“ წასვლა-დარჩენის საკითხზე სამ ვარიანტს სთავაზობს

პარტია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა პარლამენტის წევრ გედევან ფოფხაძეს შესთავაზა, რომ თუკი მას მმართველი გუნდიდან გარიცხვის ფორმით წასვლა სურს, გარიცხავენ.

“ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, 6 თებერვალს გამართულ უმრავლესობის სხდომაზე ივანიშვილმა ფოფხაძეს მიმართა, რომ თუკი “ქართული ოცნებიდან“ გასვლა უნდა, შეუძლია საკუთარი ინიციატივით გავიდეს, თუკი გუნდში დარჩენა სურს - დარჩეს, ხოლო თუკი გარიცხვა უნდა - გარიცხავენ. როგორც სააგენტოს ინფორმირებულმა წყარომ განუცხადა, ივანიშვილმა ფოფხაძეს შესთავაზა, რომ ამ სამ ვარიანტს შორის არჩევანი თავად გააკეთოს და გადაწყვეტილება მიიღოს.

თავის მხრივ, გედევან ფოფხაძემ აღნიშნულის დადასტურებისგან თავი შეიკავა და სააგენტოსთან საუბრისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის უმრავლესობის შეხვედრის დეტალებზე დღეს არ ისაუბრებს.

გედევან ფოფხაძემ მმართველი გუნდიდან წასვლის თაობაზე განცხადება რამდენჯერმე გააკეთა. პირველად მაშინ, როცა პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდში ნინია კაკაბაძე აირჩია. გუნდის ეს გადაწყვეტილება ფოფხაძემ გააპროტესტა და გუნდს „ქართული ოცნებიდან“ გასვლით დაემუქრა. გუნდიდან შესაძლო გასვლის თაობაზე ფოფხაძემ მინიშნება მაშინაც გააკეთა, როცა მმართველი პარტიის გადაწყვეტილებით, დეპუტატი დავით ჭიჭინაძე გარიცხეს. მაშინ გედევან ფოფხაძემ „ქართული ოცნება“ კომპარტიას და კომკავშირს შეადარა თქვა, რომ არ არის მისი ადგილი ისეთ პოლიტიკურ პარტიაში, საიდანაც ადამიანებს განსხვავებული აზრის გამო რიცხავენ, თუმცა მოგვიანებით ამ განცხადების გამო ბოდიში მოიხადა. გედევან ფოფხაძე „ქართული ოცნებიდან“ მოსალოდნელ გასვლას ბოლო კვირების განმავლობაშიც აანონსებს. ამ შემთხვევაში დეპუტატის პროტესტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევასთან დაკავშირებულ საკითხს უკავშირდება.

იხილეთ ვიდეო

გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა