რომან გოცირიძე - თუ ჩვენი ხელისუფლების დროს რომელიმე მასწავლებელი უკანონოდ გაათავისუფლეს, თქვენ რატომ არ აღადგინეთ?

კომიტეტის გუშინდელ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ ვიხილეთ ის უმსგავსობა, რომელსაც სახელმწიფო სამსახურში დასაქმებული ადამიანების პოლიტიკური და საარჩევნო მიზნებისათვის გამოყენება ჰქვია, - ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ბოლო 6 წლის განმავლობაში „ყველა არჩევნები მასწავლებლებისა და კრიმინალების მონაწილეობით ჩატარდა, ვინაიდან საარჩევნო უბანზე მარჯვნივ იდგნენ მასწავლებლები სიით და აკვირდებოდნენ თავიანთი მოსწავლეების მშობლებს, მარცხვნივ კი იდგნენ კრიმინალები, რომლებიც აკონტროლებდნენ უბანს და ატერორებდნენ არჩევნებზე მისულ თავიანთ მეზობლებსა და ნაცნობებს“.

„გუშინ ძალიან მძიმე დღე იყო, ღამის პირველის ნახევარზე დამთავრდა კომიტეტის სხდომა, სადაც ვიხილავდით ამ საკითხებს. გუშინ რაც მოვისმინეთ, უკიდურესად მძიმე შთაბეჭდილება დატოვა. ვინ წარმოიდგენდა, რომ კომიტეტის შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გამოჩნდებოდა ის უმსგავსობა, რომელსაც ჰქვია სხვადასხვა სახელმწიფო სამსახურში დასაქმებული ადამიანების გამოყენება პოლიტიკური და საარჩევნო მიზნებისათვის. ეს პირველ რიგში მასწავლებლებს ეხება. დარბაზში დაგვახვედრეს სკოლის დირექტორები, რათა რაღაც ფორმით გაეძლიერებინათ მინისტრის პოზიციები. უფრო მეტიც, დარბაზში მოიყვანეს ე.წ. იმ 9 წლის წინ გათავისუფლებული დირექტორები, რომლებიც შეძახილებით გვამკობდნენ, რომ ისინი უსამართლოდ გაათავისუფლეს. კი მაგრამ, თუ უსამართლოდ იყვნენ გათავისუფლებულები, ამ 7 წლის განმავლობაში როგორ ვერ იპოვეს სამართალი? არცერთი მათგანი დღეს არ მუშაობს სასკოლო სისტემაში. რატომ არ აღადგინეთ? ან რატომ არ მიმართეს სასამართლოს? მაგრამ იქ შემთხვევით აღმოჩნდა ჩვენს მიერ მიყვანილი ადამიანები, რომლებიც განათლების სისტემის რეფორმის საკითხებზე გვყავდა მოწვეული და ერთი „ევროპული საქართველოს“ წევრი, ამ ხელისუფლების მიერ გათავისუფლებული სკოლის დირექტორი მარიამ რამინაშვილი, რომელმაც მოიგო სასამართლო პროცესი და 20 000 ლარი გადაუხადეს განაცდურისათვის. თქვენი შეცდომების გამო ბიუჯეტი ხარჯავს ფულს. მეორე იყო ჩვენს მიერ მიყვანილი დავით ლაგვილავა, რომელიც ჩვენი განათლების ჯგუფში მუშაობს. ისიც ამ ხელისუფლების მიერ არის გათავისუფლებული, რომელიც წლის საუკეთესო დირექტორად იყო აღიარებული და რომელმაც ასევე მოიგო სასამართლო. განათლების სისტემის პოლიტიზირება და საარჩევნოდ გამოყენება არის პირდაპირი დანაშაული და უზნეობა. ამ 6 წლის ყველა არჩევნები მასწავლებლებისა და კრიმინალების მონაწილეობით ჩატარდა. საარჩევნო უბანზე მარჯვნივ იდგნენ მასწავლებლები სიით და აკვირდებოდნენ თავიანთი მოსწავლეების მშობლებს. მარცხვნივ კი იდგნენ კრიმინალები, რომლებიც აკონტროლებდნენ უბანს და ატერორებდნენ არჩევნებზე მისულ თავიანთ მეზობლებსა და ნაცნობებს“ , - განაცხადა გოცირიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა