ეკა ბესელია - ბიძინა ივანიშვილისგან არავითარი ულტიმატუმი არ იყო პერსონალურად არავის მიმართ, იყო საუბარი საერთო წესებზე

ყველასთვის იყო შეთავაზება, რომ დავასრულოთ საჯარო სივრცეში დებატები, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა - შესთავაზა თუ არა ბიძინა ივანიშვილმა გედევან ფოფხაძეს პარტიიდან წასვლა-დარჩენის საკითხზე რამდენიმე წინადადება.

როგორც ბესელიამ აღნიშნა, ეს არის პარტიის თავმჯდომარის ლეგიტიმური მოთხოვნა, თუმცა, მისივე თქმით, არ შეუძლია მართლმსაჯულების საკითხზე საზოგადოებას არ ესაუბროს მაშინ, როდესაც ეს თემა მაღალი ინტერესის მატარებელია.

"არავითარი ულტიმატუმი არ იყო პერსონალურად არავის მიმართ. იყო საუბარი საერთო წესებზე, საერთო ხედვაზე. ძალიან ბუნებრივია და შეუძლებელია არ დაეთანხმო, როდესაც პარტიის თავმჯდომარე ამბობს, მისი სურვილია გუნდის შიგნით იდებატონ პარტიის წევრებმა და არა გარეთ. ეს აბსოლუტურად ლეგიტიმური სურვილი და სწორი პოზიციაა, სხვაგვარად გაგვიკვირდებოდა კიდეც. ყველასთვის იყო შეთავაზება, რომ დავასრულოთ საჯარო სივრცეში დებატები. ამას ვეთანხმები, მაგრამ ეს არის თუ არა შესაძლებელი ამ მოცემულ ეტაპზე, როდესაც სასამართლოს თემა გასცდა პარტიულ შიდა დისკუსიას და ღია საჯარო სივრცეში ყველა დაინტერესებული მოქალაქისთვის მაღალი ინტერესის მატარებელია, ეს ახლა შესაძლებელია თუ არა, ამას უნდა შევხედოთ. ვფიქრობთ, ჩვენც ამაზე. მგონია, რომ არ ველაპარაკო ჩემს ხალხს ამ ძალიან მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ, მისთვის ღირებულ საკითხზე, როგორი უნდა იყოს სასამართლო და მართლმსაჯულება, მე პირადად არ შემიძლია", -განაცხადა ბესელიამ.

ავთანდილ წულაძე - საქართველოსთან მიმართებაში რუსეთის სტრატეგიული მიზანი არსებული სტატუს-კვოს შენარჩუნებაა
ქართული პრესის მიმოხილვა 23.01.2020
ვახტანგ ხმალაძე - ეუთო/ოდირის პასუხი საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ოპოზიციის წინადადებაზე სავარაუდოდ, ამ თვის ბოლომდე უნდა იყოს
გათამაშდა 1 მილიონ 182 454 ლარი - იძებნება მოგებული!
თეგეტა მოტორსმა 2019 წელი ავტოინდუსტრიის ბაზრის ლიდერის სტატუსით დახურა
სილქნეტმა გლობალურ საკომუნიკაციო კომპანია OneWeb-თან თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერა ხელი
გეოგრაფიკი და კოლიერსი აბასთუმნის განვითარების პროექტის შესახებ