ექიმი - ბაკურიანში მანქანის დაჯახების შედეგად დაშავებული პაციენტი შემოყვანილია სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებებით

ბაკურიანში ავტომობილის დაჯახების შედეგად დაშავებული ორი ქვეითად მოსიარულე მოქალაქიდან ერთ-ერთი - 30 წლის ქალი გორში, კლინიკა "გორმედში" გადაიყვანეს.

"გორმედის“ ცენტრალური საავადმყოფოს რეანიმაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელის, დავით ყაზაიშვილის განცხადებით, პაციენტი კლინიკაში სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებებით შეიყვანეს, მისი მდგომარეობა ამ დრომდე უკიდურესად მძიმეა.

„პაციენტი შემოსულია შემდეგი დაზიანებებით: ქალა-ტვინის მძიმე ტრავმა, თავის ტვინის დაჟეჟილობა, ტრავმული სისხლჩაქცევა მარჯვენა შუბლ-თხემ-საფეთქელში, მკერდის დახურული ტრავმა ფილტვების დაჟეჟილობით, მუცლის დახურული ტრავმა, მცირე მენჯის მოტეხილობა, მენჯის ძვლების მრავლობითი მოტეხილობა, ბარძაყის ძვლის მოტეხილობა მარცხნივ დიდი ზომის რეტროპერიტონიალური სისხლჩაქცევით, თავის ტვინის მძიმე შეშუპება. ჩაუტარდა ორმხრივი დეკომპრესიული ტრეპანაცია, ამ ეტაპზე პაციენტის მდგომარეობა არის უკიდურესად მძიმე“, - განაცხადა ,,გორმედის“ ქსელის რეანიმაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა დავით ყაზაიშვილმა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ს 276 მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

იხილეთ ვიდეო: ბაკურიანში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა