ბაკურიანში, სათხილამურო ტრასაზე დაშავებულ ახალგაზრდას, სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა

ბაკურიანში, სათხილამურო ტრასაზე დაშავებულ ახალგაზრდას სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა. 22 წლის მოთხილამურე გორში, კლინიკა „გორმედში“ გადაიყვანეს. „პაციენტს აღენიშნებოდა კომბინირებული პოლიტრავმა, ნეკნების მრავლობითი მოტეხილობა ფილტვის დაჟეჟილობით, წვივის ძვლის მრავლობითი მოტეხილობა. ახალგაზრდა მამაკაცს ჩაუტარდა მარჯვენა ფილტვის დრენირება, ასევე წვივის ძვლების ოსტეოსინთეზი. ამჟამად პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, - განაცხადა „გორმედის“ ქსელის ცენტრალური საავადმყოფოს რეანიმაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა დავით ყაზაიშვილმა.

იხილეთ ვიდეო: ბაკურიანში სათხილამურო ტრასაზე მიღებული ტრავმების შედეგად დაშავებულ ახალგაზრდას სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა