აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ შეფასებითი კვლევის ანგარიშის პრეზენტაცია გამართა

მზად ვარ, ვითანამშრომლო ყველა იმ უწყებასა თუ ორგანიზაციასთან, რომელიც რეგიონის სტრატეგიული განვითარების მიმართულებით იმუშავებს, - ამის შესახებ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ, სასტუმრო „ჰილტონში“, შეფასებითი კვლევის - ,,აჭარის რეგიონული განვითარების პოლიტიკის ფორმირებისა და დაფინანსების პროცესში სხვადასხვა დაინტერესებული მხარეების მონაწილეობის შეფასება“ ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოდან აცნობეს შეხვედრა, რომელიც ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ,,რეგიონების მხარდაჭერა მდგრადი განვითარებისთვის“ (ARSD) ფარგლებში გაიმართა, აჭარის რეგიონული განვითარების პოლიტიკის ფორმირების, სტრატეგიების შემუშავებისა და დაფინანსების პროცესში რეგიონის ხელისუფლებასა და სხვა დაინტერესებული მხარეებს შორის აქტიური თანამშრომლობის ხელშეწყობას ისახავდა მიზნად.

მათივე ინფორმაციით, პროექტს „კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი“ (CTC), პარტნიორ ორგანიზაციებთან „ფიფლ ინ ნიდ“ (PIN) და „დემოკრატიის ინსტიტუტთან“ (IOD) თანამშრომლობით ახორციელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა