ეკა ბესელია - ყოველთვის იქნება თემები, რომელზეც ბიძინა ივანიშვილთან საუბარი შემეძლება

ყოველთვის იქნება თემები, რომელზეც ბიძინა ივანიშვილთან საუბარი შემეძლება, არ არის ისე, რომ სასაუბრო აღარაფერია, - ამის შესახებ ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ბესელიამ აღნიშნა, ის ბიძინა ივანიშვილზე გაბრაზებული არ არის.

„ყოველთვის მექნება განცდა, ყოველთვის იქნება თემები, რომელზეც ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ. არ არის ისე, რომ სასაუბრო აღარაფერია. ვაკვირდები პროცესს, ვკითხულობ ექსპერტების შეფასებასაც. რაღაცნაირად თითქოს ყველა მიეჩვია, რომ როცა ხარ ნაწყენი თუ უკმაყოფილო, მოლოდინია, რომ ლანძღო ადამიანი ან ადამიანები, ვისთან ერთადაც მუშაობ თუ მუშაობდი. მე არ ვარ ასეთი ეთიკის მიმდევარი.

პირადი ემოციებით მე ასეთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას არ მივიღებ. ცოტა ხანი გადავდოთ სენტიმენტები. ჩემი ემოციები გადაწყვეტილების საფუძველი არ იქნება. ემოციურად შეიძლება ისე გადაწყვიტო, დროში რომ დაშორდები, ჩათვალო რომ შეცდომაა. რასაც გადავწყვეტ, არ გადავწყვეტ რა ჯობია ჩემთვის, გადავწყვეტ რა ჯობია საერთო საქმისთვის და იმ იდეალებისთვის, რომლისთვისაც ბევრი პირადი არაერთხელ დამითმია.

ნაწყენი არ ვარ, ახლა ვფიქრობ, მაქვს შინაგანი შფოთვა, რომ სწორად ვიაროთ ამ მნიშვნელოვან პროცესში, რომ არ დავუშვათ შეცდომები. არ ვარ ნაწყენი, ვარ ამ იდეით დატვირთული",- განაცხადა ბესელიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა