გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“„ენერგო-პრო ჯორჯიადან“ აცნობეს, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

„ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 11 თებერვალს 11:00 საათიდან 13:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ყაზბეგის რაიონის სოფლებში სნო, აჩხოტი, არშა, ახალციხე, სტეფანწმინდა და მიმდებარე სოფლებში, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფელბში წითელსოფელი, საკრამული, ქუბრიაანი, ბულაჩაური და მიმდებარე სოფლებში, 12:00 საათიდან 14:00 საათამდე დუშეთის რაიონის სოფლებში ოძისი ახმაჯი და მიმდებარე სოფელბში, 17:00 საათიდან 18:30 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში წილკანი, ფრეზეთი, ახალდაბა, უფურეთი და მიმდებარე სოფლებში. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში“, - ნათქვამია „ენერგო-პრო ჯორჯიას“ განცხადებაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა