„ოცნების ქალაქში“ სამუშაო ჯგუფის საინფორმაციო ცენტრი გაიხსნა

ე.წ. ოცნების ქალაქში სამუშაო ჯგუფის საინფორმაციო ცენტრი გაიხსნა, სადაც მოქალაქეებს გაეწევათ კონსულტაცია, ადგილზევე მოხდება განცხადებების მიღება და მონაცემების დამუშავება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ, საგანგებო ბრიფინგზე გაასაჯაროვა მიღებული გადაწყვეტილება, რომ ე.წ. ოცნების ქალაქის მცხოვრებლებისთვის აშენდება საცხოვრებელი სახლები.

ადგილზე უკვე დასრულებულია ტერიტორიის მოსწორებითი სამუშაოები.