კომპანია „რუსთავის წყალი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

11 თებერვალს მარნეულის რაიონში საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა მაღალი ძაბვის ქვესადგურზე ,,გარდაბანი 500” გეგმიურ პროფილაქტიკურ სამუშაოებს განახორციელებს.

როგორც კომპანია „რუსთავის წყლის“ სპეციალურ განცხადებაშია ნათქვამი, ტექნიკური სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში, უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება კომპანია რუსთავის წყლის ხრამის სათავე ნაგებობას, რის გამოც 11 თებერვალს, დილის 10:00 საათიდან საღამოს 22:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება:

„რუსთავის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებს, ჭყონდიდელის დასახლებას და ქ. გარდაბანს.

კომპანია რუსთავის წყალი 11 თებერვალს დღის განმავლობაში მოსახლეობას და სტრატეგიული მნიშვნელობის დაწესებულებებს წყალს სპეციალური ცისტერნებით მიაწვდის.

ქვესადგურზე პროფილაქტიკური სამუშაოების მეორე ეტაპს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა 21 თებერვალს ჩაატარებს. აღნიშნული სამუშაოების მიმდინარეობისას წყალმომარაგების შეზღუდვის შესახებ ინფორმაციას კომპანია რუსთავის წყალი დამატებით წინასწარ გაავრცელებს.

წყალმომარაგების შეწყვეტისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას რუსთავის წყალი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის 22 00 11 და ფეისბუქის საშუალებით“, - ნათქვამია განცხადებაში.

ავთანდილ  წულაძე - როცა საქართველო არც ევროპასთანაა, არც რუსეთთან და „ნაცრისფერ ზონაშია“, ეს ქვეყნისთვის სახიფათო ზონაში ყოფნას ნიშნავს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
KPIs-ის ინოვაციური სისტემა BDO-სგან: ფინანსური მართვის ახალი სტანდარტი
„კოლიერსის“ მონაწილეობა „სილქ დეველოპმენტის“ გამორჩეულ პროექტში - „ტელეგრაფი“