წალენჯიხაში, სოფელ ფახულანში ხანძარს 95 წლის კაცი ემსხვერპლა

წალენჯიხაში, სოფელ ფახულანში ხანძარს 95 წლის კაცი ემსხვერპლა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფახულანში ხანძარს 95 წლის კაცი ემსხვერპლა. შემთხვევა დღეს დილით მოხდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს უფროსმა გოჩა მურღულიამ განუცხადა, ადგილზე მისულ მეხანძრეებს სახლი უკვე დამწვარი, მამაკაცი კი გარდაცვლილი დახვდათ.

ხანძრის შედეგად ხის სახლი მთლიანად დაიწვა.